ლადო და თენგიზი ბათუმის საზღვაო სასწავლებელში აბარებენ. თენგიზი ჩაიჭრება. სოფელში დაბრუნება შერცხვება და პორტში მტვირთავად დაიწყებს მუშაობას. ლადოს მეგობრის მდგომარეობა აწუხებს და მის სანახავად დროდადრო სასწავლებლიდან იპარება. ლექციების გაცდენის მიზეზს რომ გაიგებს, სასწავლებლის უფროსი თენგიზს სახმელეთო მეზღვაურის ადგილს გამოუნახავს. ლადო კურსელებთან ერთად გემით ზღვაში გასასვლელად უნდა მოემზადოს, მაგრამ თენგიზს არ მიატოვებს – უფროსს ხმელეთზე დარჩენის ნებართვას სთხოვს, რომ მეგობარს მათემატიკის მომზადებაში დაეხმაროს.