ქეთო და კოტე

მუსიკალური კომედია  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2480 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1948 , პრემიერა: 08.06.1953

 

დამდგმელი რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი , შალვა გედევანიშვილი
სცენარის ავტორი: სვიმონ (სიკო) ფაშალიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: იოსებ სუმბათაშვილი , ფარნაოზ ლაპიაშვილი
კომპოზიტორი: ვიქტორ დოლიძე , არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე (ქეთო) , ბათუ კრავეიშვილი (კოტე) , პეტრე ამირანაშვილი (ლევანი) , შალვა ღამბაშიძე (მაკარი) , თამარ ჭავჭავაძე (ხანუმა) , მერი დავითაშვილი (ქაბატო) , ვასო გოძიაშვილი (სიკო) , გიორგი შავგულიძე (ნიკო) , ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაკარის დედა) , თამარ ციციშვილი (თეკლე) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ბეშქენი) , აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ბონდო) , ზურაბ ლეჟავა (ლუარსაბი) , გიორგი გელოვანი (თორნიკე, ყარაჩოხელი) , ვერიკო ანჯაფარიძე (კნეინა) , სესილია თაყაიშვილი (თავადის ქალი) , ცეცილია წუწუნავა (თავადის ქალი) , სერგო ზაქარიაძე (ყარაჩოხელი) , ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი) , მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი) , გიორგი ტატიშვილი (ყარაჩოხელი) , ედიშერ მაღალაშვილი (კოტეს ამხანაგი) , ანდრო კობალაძე (კოტეს ამხანაგი) , ვახტანგ ფირცხალავა (კოტეს ამხანაგი) , გიორგი ქორიძე (კოტეს ამხანაგი) , გიორგი თოლორდავა (კოტეს ამხანაგი) , ნატო ვაჩნაძე , იაკობ ტრიპოლსკი , დავით ჩხეიძე , ლაზარე ყაზაიშვილი , ოთარ კობერიძე , ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი , კირილე მაჭარაძე , ვალერიან დოლიძე , დავით ქუთათელაძე , ალექსანდრა თოიძე , მერაბ გეგეჭკორი (თავადი) , ირინე მაღალაშვილი (ქეთოს მეგობარი) , ვასილ ბალანჩივაძე , ლეილა ამაღლობელი , ხათუნა მახათელი , ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი , ივანე (ვანო) თოიძე

მდიდარი ვაჭარი მაკარი გადაწყვეტს თავისი ქალიშვილი ქეთო დიდგვაროვანს მიათხოვოს. იგი მაჭანკალს მიუგზავნის თავად ლევანს, რომელიც ვაჭართან დამოყვრებას იუკადრისებს, მაგრამ, მევალეებით შეწუხებული, მდიდარი საპატარძლოს ნახვას მაინც დათანხმდება. ქეთოზე შეყვარებული კოტე, თავად ლევანის ძმისშვილი, მაჭანკალ ხანუმას დახმარებას სთხოვს, რათა ქეთო ბიძამისზე გათხოვებას გადაარჩინოს. სტუმრების წინაშე ქეთოს მაგიერ საპატარძლოდ გამოწყობილი ხანუმა წარსდგება და მანჭვა-გრეხით თავ-გზას აუბნევს მათ. ქეთო და კოტე მახინჯი საპატარძლოს ხილვით შეურაცხყოფილი ლევანის გაქცევით და საერთო არეულობით ისარგებლებენ და სასწრაფოდ ჯვარს დაიწერენ.


გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის კომედია "ხანუმა"-ს და ვიქტორ დოლიძის ოპერა ”ქეთო და კოტე”-ს მიხედვით.