დაიბადა 1907 წლის 16 ნოემბერს, სოფ. ნიგოეთში (ლანჩხუთის რ–ნი). დაამთავრა ზესტაფონის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1926 წელს შევიდა ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმში, 1927 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე ა. ბახუტაშვილ–შულგინას კლასში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1936 წლიდან გამოდიოდა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. შემდგომ წლებში მოღვაწეობდა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. საქართველოს სახალხო არტისტი (1943). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1947).