დაიბადა 1894 წლის 11 დეკემბერს სოფ. ქვემო მაჩხაანში (სიღნაღის რაიონი). 1910 წლიდან ცხოვრობდა თბილისში მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1918 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1937-1960 წლებში იყო ჟურნალ ნიანგის პასუხისმგებელი მუშაკი.