დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს თბილისში. 1942–1943 წლებში სწავლობდა კინოსტუდიის სკოლაში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1949-1956 წლებში მუშაობდა სოხუმის დრამატულ თეატრში მსახიობად. 1959–1964 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1956 წლიდან მუშაობს მსახიობად კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1963 წლიდან რეჟისორად. ბათუმში ზ. ცინცაძესთან ერთად დაარსა "ხელოვნებათა ლიგა", რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1954). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1977). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1981).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

შავ მთებში
ბაში-აჩუკი
ქალის ტვირთი
მე ვიტყვი სიმართლეს
სხვისი შვილები
მამლუქი
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
შეწყვეტილი სიმღერა
გენერალი და ზიზილები
ზღვის შვილები
ქალაქი ადრე იღვიძებს
დაისი
ჩაძირული ქალაქის მაძიებლები
გაქცევა გათენებისას
ქეთო და კოტე
მზე შემოდგომისა
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
დიმიტრი II
ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
ვინ არის მეოთხე ?
ოპერაცია "ვუნდერლანდი"
ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
დათა თუთაშხია
ანთიმოზ ივერიელი
მეჯლისი გაყიდულ სახლში
საბედისწერო გასროლა
ელოდეთ მოკავშირეს
გაზაფხულის საღამო

სცენარის ავტორია ფილმების: