მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი მეომარი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ერთ–ერთ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილ, ფეხმოკვეთილ მიშოს კვლავ სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. იგი საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.