გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე

მთავარი icon ხელოვანი  icon გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე

გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე

24/03/1914

დაიბადა ოზურგეთში 1914 წლის 24 მარტს. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1942 წელს ოზურგეთის თეატრში. 1943–1945 წლებში მუშაობდა ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში. 1946–1949 წლებში კვლავ ოზურგეთის თეატრში მოღვაწეობდა. 1949–1952 წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1952–63 წლებში იყო სანკულტურის თეატრის მსახიობი. 1963 წლიდან შ. უსთაველის სახელობის აკ. თეატრის მსახიობია.საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1981).

ფილმოგრაფია