ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტყვეთა ქართული ბატალიონის წევრებმა აჯანყება მოაწყვეს და კუნძულზე ჰოლანდიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამბოხის ჩასახშობად ფაშისტებმა დესანტი გადმოსხეს. აჯანყებულებმა დახმარების სათხოვნელად ბრიტანეთში ნავით თანამებრძოლები გაგზავნეს, მაგრამ მოკავშირეების დახმარება ვერ მიიღეს. უთანასწორო ბრძოლამ ხუთასი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მათი დახმარებისათვის ფაშისტები ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპულები კუნძულ ტექსელის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ.