ედიშერ მაღალაშვილი

04/01/1925  - 26/01/2005

დაიბადა თბილისში 1925 წლის 4 იანვარს. 1947 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინოსამსახიობო სკოლა, ხოლო 1953 წელს თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. 1946-1950 წლებში იყო თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1948-1964 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. აკ. თეატრში, ხოლო 1964 წლიდან არის შ. რუსთაველის სახ. აკ თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

აკაკის აკვანი
გაზაფხული საკენში
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან
ჩრდილი გზაზე
მამლუქი
მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ...
წყალდიდობა
ქეთო და კოტე
ეთერის სიმღერა
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
ძნელი დასაწყისი
ნეილონის ნაძვის ხე
ელისა და რარუს თავგადასავალი
ფესვები
ბრავო, ალბერ ლოლიშ !
საქმე გადაეცემა სასამართლოს
6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)
როგორც ლურჯა ცხენები
ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა
სპირალი
ჟამი
ანთიმოზ ივერიელი
სიბრძნე სიცრუისა
გაჭედილები (ენკი–ბენკი)
ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)
იავნანა