დაიბადა სოფ. ტყვიავში (გორის რ–ნი) 1942 წლის 11 აგვისტოს. 1958 წელს დაამთავრა ტყვიავის საშ. სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ისწავლა მხოლოდ 1 წელი, მერე გაიწვიეს სამხედრო რიგებში. ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ 1969 წლამდე იყო გორის სახელმწიფო თეატრში მსახიობი, შემდეგ – რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრის მსახიობი. 1970–73 წ.წ. სწავლობდა კ/ს ”ქართულ ფილმთან” არსებულ კინოსამსახიობო ფაკულტეტზე. იმავე წლიდან ირიცხება კ/ს ”ქართულ ფილმში” უმაღლესი კატეგორიის კინომსახიობად. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ღირსების ორდენის კავალერი (2002).

ფილმოგრაფია