პოლიცია აჭარის ჩაგრული მოსახლეობის ქომაგის მევლუდ დიასამიძის სახელის გატეხას ცდილობს. მას რომ ვერ ჩაიგდებს ხელში, მის ცოლ-შვილს შეიპყრობს. მევლუდი მეფის მოხელეს, თოფჩან-ბეგს მიუხტება და დატყვევებულთა გათავისუფლებას მოსთხოვს. მევლუდის ვაჟკაცობით მოხიბლული ბეგი ფულს და ოსმალეთში გაქცევას შესთავაზებს, მაგრამ მევლუდი ხიზნობას სამშობლოში სიკვდილს არჩევს. მას ღალატით შეიპყრობენ და აიძულებენ რევოლუციონერებთან კავშირი აღიაროს. ადვოკატი დუმბროვსკი გლეხის გაყაჩაღებას სოციალური უსამართლობით ახსნის და სასიკვდილო განაჩენს კატორღით შეაცვლევინებს. თოფჩან-ბეგი მევლუდს იარაღს გადასცემს და კვლავ გაქცევას ურჩევს. გაქცევის მცდელობისას მევლუდს მოკლავენ.