დაიბადა ქ. თბილისში 1944 წლის 9 მარტს. დაამთავრა თბილისის გრიგოლ ონიანის სახ. 62-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით თბოენერგეტიკა.მუშაობდა სხვადასხვა ადგილებში. ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში დაინტერესდა თუმცა ქართველმა მკითხველმა პირველად მისი ნაწარმოები „თეთრი ყვავილები“ იხილა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“. არის უამრავი მოთხრობის, ნოველის, პიესის ავტორი. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.