ფოტოგრაფ თაზო ნადარაიას ტელევიზორს უცნაური თვისება აღმოაჩნდება - მომავალში მოსალოდნელ მოვლენებს წინასწარ გადმოსცემს. თაზო ტელევიზორის ამბავს მილიციას შეატყობინებს, მაგრამ მის ნაამბობს გიჟის ბოდვად ჩათვლიან და თაზოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაყვანას დაუპირებენ. ტელევიზორის საშიში წინასწარმეტყველებები ერთმანეთის მიყოლებით სრულდება, მისი მფლობელი კი უცნაურ ამბებში ეხვევა.