მოზარდი ოჯახური კონფლიქტის ფონზე ყალიბდება პიროვნებად. მუნჯი ბიჭუნა დედ-მამის უთანხმოებას მძაფრად განიცდის. ექიმი მოზარდის აგრესიულობის მიზეზს ეძებს, ეჭვობს, რომ მის ფსიქიკაზე მშობლების ურთიერთობა აისახა. ბიჭუნა კომპლექსებს თვითონ დაძლევს, საკუთარ თავთან ბრძოლა შედეგს გამოიღებს - ბავშვი ენას ამოიდგამს, რადგან მუნჯი არასდროს ყოფილა.