დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს სოფ.შემოქმედში (ოზურგეთის რ-ნი). დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1956). მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტროფიზიკის კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად (1956), 23-ე სკოლაში ასტრონომიისა და ფიზიკის პედაგოგად (1963-1975). 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მიხაილ რომის სახელოსნო).
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). საქართველოს სახალხო არტისტი (1986). საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1982). მხატვართა კავშირის წევრი. 1994 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების: