მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თბილისური სახლი საერთო ეზოთი და სახლის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრება – ბიჭები ვიწრო ქუჩებში მავთულზე გამობმულ საბურავებს დააგორებენ, ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდებათ, კახპებს თავისი გზა აქვთ... აქვე ვხედავთ გერმანელ ტყვეებსაც, რაც ომის მოახლოებულ დასასრულზე მეტყველებს. ფილმში ჩართულია დოკუმენტური კადრები.