1958 წელს "ქართული ფილმის" კინოქრონიკის სექტორის ბაზაზე შეიქმნა - "ქრონიკალურ–დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების საქართველოს კინოსტუდია", 1968 წლიდან ეწოდა – "საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია", ხოლო 1981 წლიდან – საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანე". 1996 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს სტუდია "მემატიანე".