ფილმი მოგვითხრობს ქართული ნაბეჭდი წიგნის წარსულზე. ნიკიფორე ჩოლოყაშვილ-ირუბახის მიერ იტალიაში დაბეჭდილ და გამოცემულ პირველ ნაბეჭდ წიგნზე, მეფე არჩილ II-ის მიერ მოსკოვში დაარსებულ სტამბაზე, ვახტანგ VI-ის მიერ ქართულ სტამბაში დაბეჭდილ წიგნებზე, დღევანდელ სტამბებზე, სადაც დღეს უამრავი ქართული თუ თარგმნილი ლიტერატურა იბეჭდება.