დაიბადა 1929 წლის 6 მარტს ქ. თბილისში. 1948-53 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის თეატრთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1956-58 წ.წ. მუშაობდა თბილისის მხატვრული შემოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, 1958-95 წ.წ. - სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ”მემატიანეში” ჯერ ასისტენტად, 1964 წლიდან კინორეჟისორად. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1969), ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985).