ფილმში ასახულია ქართველი რჯულმდებლის, მესტამბის, მთარგმნელის, პოეტისა და მეფის – ვახტანგ VI-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მძიმე ისტორია, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში ყოფნის დროს. ფილმი გვიყვება იმ მიზეზებზეც, რისთვისაც მეფე ვახტანგ VI მოსკოვიდან ასტრახანს გადავიდა საცხოვრებლად და სადაც დაასრულა სიცოცხლე. იგი დაკრძალულია ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. აქვეა დასაფლავებული მეფე თეიმურაზიც. მათი საფლავები 1973 წლის თებერვალში ქართველი მეცნიერების თაოსნობით გაიხსნა.