საქართველოს მეფე არჩილ II თავისი ოჯახითა და ამალით რუსეთს გაიხიზნა და თავშესაფარი პეტრე I-ის კარზე ჰპოვა. და გაიფანტა მთელ რუსეთში ქართველ მეფეთა და დიდებულთა ოჯახები. ერთერთი ასეთი იყო მეფე ვახტანგ VI-ის შვილთაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსეთში გალია.
გიორგი გრუზინსკი იყო გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი - 21 წლის მანძილზე, რომლის არჩევა 3 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა.