337 წელს მირიან მეფის ედიქტით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში. ამიერიდან სამუდამო დავიწყებას მიეცა წარმართული კერპები. მათი ადგილი მტკიცედ დაიკავა ჯვარცმულმა ღმერთმა.
მირიან მეფის ბრძანებით აღიმართა სვეტიცხოვლის ტაძარი. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი გახდა საქართველოს სიმბოლო.
მცხეთა საქართველოს რელიგიური ცენტრია. აქ ჩააყენა პირველად მტკვარში წმიონდა ნინომ ჩვენი ხალხი და მონათლა. აქ მირიანის აშენებული პატარა ეკლესიის ადგილას XI საუკუნის პირველ ნახევარში ხუროთმოძღვარი არსუკის ძე აგებს ტაძარს, რომელიც 12 მოციქულის სახელს ატარებს.