ქართლის ზეგანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ამაყად მდგარი უფლისციხე, ტიპიური ანტიკური აკროპოლია. იგი კლდეშია ნაკვეთი და ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს. შემორჩენილი ნაშთების წყალობით ვიგებთ, რომ უფლისციხეში ყოფილა სასახლეცა და სამლოცველოც, თეატრიცა და აბანოც, სახლებიც, ქუჩებიცა და მოედნებიც, საწნახელიცა და აფთიაქიც. უფლისციხის პროფილში უფლის (ღვთის) გრანდიოზული სახეცაა დანახული. (უფლის სახება პირველად მწერალმა ოთარ ჩხეიძემ შეამჩნია).