ფილმი ეძღვნება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, განმანათლებელის, ილია ჭავჭავაძის თანამედროვისა და თანამებრძოლის, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავს. "დედა ენა" ჩვენი პატარებისათვის უცვლელი წიგნია, რომელიც ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელმა, იაკობ გოგებაშვილმა დაუტოვა ქართველ ბავშვებს. ამ საზეიმო დღეებში ჩაეყარა ფუნდამენტი თბილისში "დედა ენის" ძეგლს. "დედა ენის" სახელი უწოდეს ალპინისტებმა კავკასიონის ერთერთ მწვერვალს. ხალხმრავალი ზეიმი ჩატარდა გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანშიც, სადაც ახალგაზრდობასთან ერთად ჩვენი სახელოვანი მწერლები და საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ.