ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიური სოფელი, წერაქვი.ადგილობრივი მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილ სოფელში ჩამოდის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის, ინგლისური ენის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა, გია აბრამია. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მეტალურგიული კათედრის თანამშრომლების ვანო თვალავაძის, გივი ცირეკიძის, მათი კოლეგებისა და განათლების სამინისტროს ხელშეწყობითა და თანადგომით გაიხსნა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკოლა, რაც საწინდარი იქნება კიდევ ერთი ქართული სოფლის აღორძინებისა.