ფილმი მოგვითხრობს საქართველოს “უგვირგვინო მეფის”, ქვეყნის უანგარო მოჭირნახულის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის მკვლელობაზე. მიმოხილულია პოეტისAლიტერატურული მოღვაწეობა, ასევე მისი მონაწილეობა ქვეყნის ყველა დიდ საჭირბოროტო საკითხში. იგი სიკვდილამდე შეუვალი კედელივით იყო აღმართული საყვარელი სამშობლოს სადარაჯოზე.