ქართველს უტურფესი ქვეყანა არგუნა ღმერთმა. მოგზაურმა საითაც არ უნდა გაიხედოს, ყველგან ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს დაინახავს. ისინი დგანან ჩვენი წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლის ძეგლებად. დღეს კი რესტავრატორთა რუდუნებითა და დაუღალავი შრომით დავიწყების მტვერი ეცლება ფრესკებს. ასუფთავებენ ადამიანთა უგუნურებით დაზიანებულ კედლებს და ახალ სიცოცხლეს უბრუნებენ მათ.
ქართველს უტურფესი ქვეყანა არგუნა ღმერთმა. მოგზაურმა საითაც არ უნდა გაიხედოს, ყველგან ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს დაინახავს. ისინი დგანან ჩვენი წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლის ძეგლებად.
დღეს კი რესტავრატორთა რუდუნებითა და დაუღალავი შრომით დავიწყების მტვერი ეცლება ფრესკებს. ასუფთავებენ ადამიანთა უგუნურებით დაზიანებულ კედლებს და ახალ სიცოცხლეს უბრუნებენ მათ.
წუთისოფელი ასეა,
დღეს ღამე უთენებია.
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია.