კახეთის დიდებული პეიზაჟები, კამერა უახლოვდება პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კოპწია შენობას, მოივლის მუზეუმის დარბაზებს და დიქტორის ხმა გვაცნობს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მის ქალიშვილებზე, აქ გამართულ საღამოებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რუსი და ქართველი პოეტები, საზოგადო მოღვაწეები.