ფილმი შექმნილია გაზეთ "ლელოში" ამავე სათაურით გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ (ავტორი - ფილმის რეჟისორი, ალექსანდრე ჟღენტი), რამაც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და შედეგად მას მოყვა საქართველოს საფეხბურთო დამოუკიდებლობა და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფილმი გადაღებული იყო კინოჟურნალის სახსრებით და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტად გადიოდა საქართველოს კინოთეატრებში და ეროვნული მოძრაობის აღზევებას უწყობდა ხელს.