ფილმში ნაჩვენებია ამერიკული ”წითელი ჯვრის” მისიის დახმარებით როგორ გადაარჩინეს პეტერბურგელი ბავშვები რომლებიც გადაიყვანეს ურალში 1918 წელს, როდესაც რუსეთში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი. მისიონერებმა არა მარტო შეუნერჩუნეს სიცოცხლე ბავშვებს, არამედ ურთულესი მარშრუტით, იაპონიისა და ატლანტიკის ოკეანის გავლით, ბავშვები გადაივანეს ფინეთში და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე დაუბრუნეს მშობლებს. ფილმში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები და ამ ნაკლებად ცნობილი ჰუმანური აქციის ცოცხალი მონაწილეების მონათხრობები.