სტადიონი - ეს არის თბილისის ნახევარსაუკონოვანი ისტორია. ფილმში ნაჩვენებია სტადიონის მნიშვნელობა ერის ისტორიაში. ამ ფილმის პირველი რეცენზია სათაურით "ემოციათა ეპიცენტრი სტადიონი" ეკუთვნის ელგუჯა ბერიშვილს და დაიბეჭდა გაზეთში "ლელო". "სტადიონი - თავისუფლების კუნძული" - ასეთი სათაური მიუძღვნა იტალიურმა პრესამ ამ ფილმის რეცენზიას.
სიმღერების ტექსტის ავტორი: მორის ფოცხიშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1983
ჟიურის პრიზი საუკეთესო სპორტული ფილმისათვის, ქართული ფილმების V კინოფესტივალი, ცხინვალი
2003
ებერჰარდის პრიზი - ყველა ნომინაციაში საუკეთესო ფილმისათვის, სპორტული კინოსა და ტელევიზიის XXI საერთაშორისო ფესტივალი, მილანი (იტალია)