დაიბადა 1932 წლის 3 აპრილს, თბილისში. 1950 წელს აბაშის ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. მუშაობდა ქუთაისის (1954-56), სოხუმის (1957-59) თეატრებში, ხოლო 1959 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1957). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

ფილმოგრაფია