არსენა

დრამა  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2579 მეტრი, 94 წუთი

გამოშვების წელი: 1937 , პრემიერა: 20.05.1937

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (სანდრო) შანშიაშვილი , მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: ირაკლი გამრეკელი , თამარ აბაკელია
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა) , ნატო ვაჩნაძე (ნენო) , ალექსანდრე იმედაშვილი (ფარსადანი) , ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი) , ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა) , ვიქტორ გამყრელიძე (გივი) , ვასილ მატოვი (ოსტუჯევი) , სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი) , ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მარიკა - ზურიკოს დედა) , ზურაბ ლეჟავა (ზურიკო) , ალექსანდრე კვალიაშვილი (კინტო) , ემანუილ აფხაიძე (მესტვირე) , გიორგი გაბელაშვილი (ვაჭარი) , ალექსანდრე გომელაური , კირილე მაჭარაძე , შალვა გედევანიშვილი (კორნეტი ამილახვარი) , ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი , ნიკოლოზ ანჯაფარიძე , ზაალ ტერიშვილი , კოხტა ყარალაშვილი , გიორგი ჯავაშვილი , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მღვდელი)
ფესტივალები და პრიზები:
1941

მიენიჭა სახელმწიფო პრემია

ბეგარის გადასახადის დაგვიანებისთვის თავადი ციციშვილი არსენას მამას ყურს ჩამოათლის. არსენა ფიცს დადებს, რომ მამის შეურაცხყოფისთვის შურს იძიებს. თავადის უსამართლობით გატანჯული გლეხები მხარს დაუჭერენ არსენას, კონფლიქტი აჯანყებაში გადაიზრდება. ციციშვილი სოფელში დამსჯელ რაზმს ჩააყენებს და მოსყიდული გლეხის, ფარსადანის მეშვეობით არსენას ციხეში გამოამწყვდევს. დეკაბრისტ ოსტუჟევის დახმარებით ხერხდება არსენას ციხიდან გაქცევის ორგანიზება. არსენა კვლავ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ კაზაკთა ჯართან უთანასწორო ბრძოლაში მისი რაზმი დამარცხდება. არსენას მოღალატე ფარსადანის ტყვია შეიწირავს.


ქართული ხალხური პოემის "არსენას ლექსის" მოტივების მიხედვით