დაიბადა ქ. გორში 1894 წლის 6 მაისს, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ ხატვის კურსებზე. 1917-1918 წლებსში სწავლობდა დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტსში, ხოლო 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ამავე დროს მუშაობა დაიწყო თბილისის ერთ-ერთ კლუბში მხატვრად. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1934), საპატიო ნიშნის ორდენოსანი (1936).