დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში. 1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩისა და მიხაილ რომის სახელოსნო). იმავე წელს თავისი სცენარით შექმნა დოკუმენტური ფილმი "ბორის პაიჭაძე". 1954 წელს თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი, ხოლო 1955 წელს უკვე მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა", რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივლის პრიზი მიიღო (1956). 1973-2005 წლებში კინოსტუდია ”ქართული ფილმის” დირექტორი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1980)

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში: