ტოტალიტარული სახელმწიფოს მეთაურის მარჯვენა ხელი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არჩევანის წინაშე დგება – განაგრძოს სახელმწიფოს სათავეში შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობა, თუ პოლიტიკური კარიერა ავადმყოფი შვილის ინტერესებს შესწიროს. დაუფიქრებლად, თითქმის ინსტინქტურად, ის მეორე გზას ირჩევს.
მონპელიეს, გეტებორგის, ენონის, კოტბუსის, შტუტგარტის, ტალინის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე
ჟიურის სპეციალური პრიზი – ანაპის საერთაშოეისო კინოფესტივალი ”შოკი”
პრიზი საუკეთესო სცენარისათვის – ალმაატის საერთაშორისო კინოფესტივალი ”ევრაზია”
მაყურებლის პრიზი საუკეთესო ფილმისათვის – ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი
გრან–პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის (ზურა ბეგალიშვილი) – აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კიევი)
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ”ოსკარის” კონკურსანტი