მანუჩარ შერვაშიძე

27/05/1930

დაიბადა 1930 წლის 27 მაისს ქალაქ ტყიბულში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი - ლილი იოსელიანი). ამავე წლიდან არის ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. აჭარის დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967). საქართველოს სახალხო არტისტი (1982). იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2004). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2010).

ფილმოგრაფია