ალექსანდრე ომიაძე

21/08/1902  - 27/07/1972

დაიბადა სოფ. ჭიბრევში (ონის რ-ნი) 1902 წლის 21 აგვისტოს. მოგვიანებით მისი ოჯახი ხაშურში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მიიღო პირველდაწყებითი განათლება. 1916-1923 წ.წ. სწავლობდა გიმნაზიაში. 1923 წელს სწავლა განაგრძო თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლობდა ერთი წელი, შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1926 წელს დაბრუნდა ხაშურში. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს ხაშურის რკინიგზის მუშათა თეარტში. 1932-35 წწ. იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია. 1935 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. 1943 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1958 წელს – სახალხო არტისტის წოდება.

ფილმოგრაფია