ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი

მთავარი icon ფილმები  icon ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 2014 მეტრი, 73 წუთი

გამოშვების წელი: 1965 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: არლი თაყაიშვილი , ზურაბ ჯაფარიძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (საშიკო კანდელაკი) , ეროსი მანჯგალაძე (დათიკო ხუციშვილი) , იპოლიტე ხვიჩია (ყარამანი ხუსკივაძე) , მავრ პიასეცკი (კანდელაკი) , დალი რატიანი (ნანი) , სერგო ორჯონიკიძე (დათო) , ელენე ყიფშიძე (ელეონორა) , დალი წერეთელი (ცირა) , გივი თოხაძე (ლეიტენანტი) , ნოდარ ფირანიშვილი (გურამი) , ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (სახ.დაზღვევის აგენტი) , რევაზ ხობუა (თამადა) , გიორგი (გოგი) ქავთარაძე (თვითმარქვია კბილის ექიმი) , ჯემალ ღაღანიძე (მილიციელი) , გიორგი ჟუჟუნაშვილი (მეეზოვე) , დიმიტრი ყიფიანი , ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (შემდუღებელი) , ეკატერინე ვერულეიშვილი (ფოსტის თანამშრომელი) , ოთარ ზაუტაშვილი (პარიკმახერი) , არჩილ გომიაშვილი (ლომების მომთვინიერებელი) , დოდო აბაშიძე (აფრასიონი)

ნანი შემთხვევით ნაპოვნ უბის წიგნაკში მოქალაქეთა გვარებს ამოიკითხავს, რომლებსაც სხვადასხვა ხერხით მოკვლას უპირებენ. ჩანაწერების ნახვის შემდეგ ქალიშვილს მილიციიდან სიცილით გაისტუმრებენ, თუმცა მიამიტი ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედის გეგმა აღმოაჩინა. იგი აღწერილ პიროვნებათა ადგილსამყოფელს დაადგენს და თითოეულ მათგანს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ყველა შეშფოთდება, მაგრამ მალე ჩანაწერების ავტორი გამოჩნდება და მილიციას აუხსნის, რომ წიგნაკში დეტექტიური რომანის გამოგონილი პერსონაჟების გვარებია ჩამოწერილი.