კოტე მიქაბერიძე

31/07/1896  - 09/01/1973

დაიბადა 1896 წლის 31 ივლისს ტერმუკში (ახლანდელი ყუბანი). 1919 წელს მუშაობდა ქუთაისის "ახალგაზრდა მსახიობთა დასში". 1920 წელს თბილისში გადმოვიდა და აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია დაამთავრა. 1921 წლიდან იყო "სახკინმრეწვის" მსახიობი, 1928 წლიდან რეჟისორი და სცენარისტი. 1929 წელს გადაიღო ფილმი "ჩემი ბებია", რომელიც გამოსვლისთანავე აკრძალეს და 38 წლის განმავლობაში "თაროზე იდო". 1932 წელს იძულებული გახდა გადაეღო საკოლმეურნეო ცხოვრების ამსახველი სურათი "ჰასანი". 1933 წლიდან სამსახიობო სკოლის პედაგოგია.1953 წელს დადგა მულტიპიკაციური ფილმი "ზურიკო და მარიკო". სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა დუბლიაჟის სტუდიაში, რუსულ ფილმებს ქართულად ახმოვანებდა. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების: