ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე

მთავარი icon ხელოვანი  icon ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე

ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე

29/07/1928  - 08/07/2010

დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1963 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია (სპეც. კომპოზიციის კლასი), 1980 წლიდან - პროფესორი. 1996 წლიდან კომპოზიციის კათედრის გამგე. დაწერილი აქვს მრავალი საესტრადო სიმღერა, მუსიკა 30 - ზე მეტი კინოფილმისათვის. იგი არის თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელი. მისი მუსიკა მკაფიო ინდივიდუალობით და არტისტული ხიბლითაა აღბეჭდილი. საკონცერტო შესრულებით აჟღერებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1985) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1981) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ფილმოგრაფია