ჯურღაის ფარი

ფილმი-კონცერტი  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1878 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1944 , პრემიერა: 27.07.1944

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე , დავით რონდელი
სცენარის ავტორი: გიორგი ლეონიძე , სიკო დოლიძე , დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი , ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: ევგენი მაჭავარიანი
კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი , ანდრია ბალანჩივაძე , ა. სეროვი , გრიგოლ კილაძე , აკაკი ანდრიაშვილი , დიმიტრი არაყიშვილი , მელიტონ ბალანჩივაძე , ვანო მურადელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ქეთო ჯაფარიძე (მსახიობი ქალი) , მედეა ჯაფარიძე (ეთერი) , ნუცა მიქელაძე (პირველი ქალიშვილი) , დუდუხანა წეროძე (მეორე ქალიშვილი) , დავით ბადრიძე (ლეიტენანტი და ესპანელი სტუმარი) , დავით გამრეკელი (ჯურღაი) , მიხეილ გრიშკო (კაპიტანი) , ნიკოლოზ ჩასტი (ბოიარინი) , გრიგოლ გრიგორაშვილი (მამუკა; ცანგალა) , ვახტანგ ჭაბუკიანი (რაინდი) , ელენე (ლილი) გვარამაძე (სტუმარი) , ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი (სტუმარი) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (დედოფალი) , ირაკლი ნიჟარაძე (შიკრიკი) , ილია მამფორია , დავით ჩხეიძე , ალექსანდრე აფხაიძე (მთხრობელი) , გიორგი გელოვანი (მეგრელი ჯარისკაცი) , ზაალ ტერიშვილი , კირილე მაჭარაძე , კოტე დაუშვილი , ირაკლი ქოქრაშვილი (ჯარისკაცი) , შალვა ხუსკივაძე
ფესტივალები და პრიზები:
1950

მიენიჭა სახელმწიფო პრემია

მეორე მსოფლიო ომის დღეებში საქართველოს სამხედრო გზაზე გერგეტის ციხის მოხუცი მცველი მამუკა კავკასიონის დასაცავად მიმავალ მეომრებს ჯურღაის საგმირო საქმეებზე უამბობს. ლეგენდის თანახმად, გმირი ჯურღაის ფარი მუხის ტოტზე კიდია, მტრის გამოჩენისთანავე ზარის ხმას გამოსცემს და მეომრებს საბრძოლველად უხმობს. მოხუცის ნაამბობით გულანთებული მეომრები სამშობლოს დასაცავად მიდიან.