დარიკო

 

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2654 მეტრი, 96 წუთი

გამოშვების წელი: 1936 , პრემიერა: 13.01.1937

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: შალვა აფაქიძე
დამდგმელი მხატვარი: კორნელი სანაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი , სერგეი ზაბოზლაევი

მდიდარ გლეხ დროიძეს ქვრივი ბაბალეს მიწის ხელში ჩაგდება უნდა. ის ბაბალეს ვაჟს, სიმონას, ყალბი საბუთის შედგენას დააბრალებს. სიმონას დააპატიმრებენ, მის დედას და ძმას კი გადაასახლებენ. სიმონას ცოლს, უქმროდ დარჩენილ დარიკოს დროიძის შვილი მიუვარდება და გაუპატიურებას დაუპირებს. ქალს თავდამსხმელი შემოაკვდება. დარიკო ტყეს შეაფარებს თავს, გლეხებთან ერთად მებრძოლ რაზმს ჩამოაყალიბებს და კაზაკების თარეშისგან იცავს გლეხებს. სიმონა საპატიმროდან გაიქცევა და დარიკოს რაზმს შეუერთდება.


გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით ("სიმონა" და "მოსე მწერალი").
ფილმი აღდგენილია 1970 წელს