დაიბადა 1948 წლსი 24 აგვისტოს თბილისში. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი (1966), თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი (1972). 1980 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო). 1970-1975 წლებში მუშაობდა ”საქქალაქმშენ პროექტში” არქიტექტორად. 1973-1974 წლებში იყო ”მოსპროექტის” ასპირანტი. 1977 წლიდან მუშაობს კინოში. იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. 1994 წლიდან არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში.

ფილმოგრაფია

პროდიუსერია ფილმების: