მაწანწალები, გოგი და ომარი მატარებლიდან მატარებელში დაეხეტებიან და უხამს სურათებს ასაღებენ. ვერავინ იფიქრებს, რომ მათი უხეში გარეგნობის უკან შეიძლება ფაქიზი სული იმალებოდეს. მაწანწალები სოპოტში მოხვედრაზე ოცნებობენ - ეს ქალაქი მათთვის მუსიკისა და მხიარულების, უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოა.