ბუხუტი ზაქარიაძე

14/06/1913  - 12/02/1988

დაიბადა სანგა-ჩალეში (აზერბაიჯანი) 1913 წლის 14 ივნისს (1 ივნისს). 1933-34 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. თეატრში, 1935-37 წ.წ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. თეატრში, 1937-41 წ.წ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. თეატრში, 1941-45 წ.წ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1946-48 წ.წ. კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრში, 1948-53 წ.წ. სოხუმის სამსონ ჭანბას სახ. თეატრში. ასევე გამოდიოდა ხონის და თელავის თეატრებში. 1954 - წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი (1965). გადაღებულია "სტალინის" როლში, ფილმში "განთავისუფლება".

ფილმოგრაფია