ნატვრის ხე

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 2894 მეტრი, 87 წუთი

გამოშვების წელი: 1976

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი , თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე , იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა) , იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია) , ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (შეთე) , კოტე დაუშვილი (ციციკორე) , სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა) , კახი კავსაძე (იორამი) , ეროსი მანჯგალაძე (ბუნბულა) , ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი) , რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე) , გიორგი გეგეჭკორი (ჩაჩიკა / ჭიჭიკორე) , სესილია თაყაიშვილი (მარადია) , გიორგი ხობუა (ბათულა) , გივი ბერიკაშვილი (ფადლაურა) , ჯემალ ღაღანიძე (თაღრია) , დავით პაპუაშვილი (დიაკვანი აზარია) , ბორის წიფურია (ქორია) , ია ხობუა (გედიას დედა) , მზია მახვილაძე (ნინორე) , თემინა ტუაევა (ნარგიზა) , დათო აბაშიძე (გაულაწუნე) , თინათინ ბურბუთაშვილი (შეთეს დედა) , შოთა სხირტლაძე (მწყემსი) , ბერტა ხაფავა , ლეილა ძიგრაშვილი , ა. დოლენჯიშვილი , ზაზა ხალვაში , ნათელა მახალდიანი , მ. ჭაბაშვილი , გ. მეჭურჭლიშვილი , ასმათ ტყაბლაძე , დავით უფლისაშვილი , გივი ჭიჭინაძე (იფრო) , დავით კვირცხალია
ფესტივალები და პრიზები:
1977

ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი

1978

პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია)

1983

"ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი

ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან.


გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით