თხუნელა

სატირული კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2692 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 1963

 

დამდგმელი რეჟისორი: შალვა მარტაშვილი
სცენარის ავტორი: ოთარ ჩიჯავაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

ტრესტის ბიუროკრატი მმართველი სანდრო მოქალაქეებისთვის იშვიათად იცლის, მეუღლის მეგობარ ქალთან დროსტარებაზე კი უარს არ ამბობს. ქალთან ერთად მორიგი გასეირნების დროს სანდრო მანქანით ხბოს დაეჯახება და ეგონება, რომ ადამიანი იმსხვერპლა. მართლმსაჯულებას რომ გაექცეს, მთაში გაიხიზნება, მაგრამ შიში გატანჯავს და ჩვენების მისაცემად მილიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდება. როგორც კი გაიგებს, რომ ხბო შემოაკვდა და არა ადამიანი, ისევ გაბღენძილ ბიუროკრატად გადაიქცევა.


გადაღებულია ოთარ ჩიჯავაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით