დღე უკანასკნელი, დღე პირველი

მთავარი icon ფილმები  icon დღე უკანასკნელი, დღე პირველი

დღე უკანასკნელი, დღე პირველი

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2304 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 12.07.1960

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე , ევგენი აგრანოვიჩი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (გიორგი) , ბელა მირიანაშვილი (ლამარა) , მალხაზ გორგილაძე (ვაჟა) , აკაკი ვასაძე (პროფესორი) , დინარა ჟორჟოლიანი (თამარი) , ოთარ კობერიძე (ლევანი – ინჟინერი) , ლადო ავალიანი (მხატვარი) , გიული ჭოხონელიძე (ქურდი) , გრიგოლ ტყაბლაძე (ქარხნის დირექტორი) , გივი თოხაძე (მეფოლადე) , მედეა ჩახავა (მეფოლადის ცოლი) , მეგი წულუკიძე (ექიმი მარია) , ალექსანდრე აფხაიძე , ემანუილ აფხაიძე , დათო დანელია , ეთერ ჟორდანია , მერი კანდელაკი , ალექსანდრე ომიაძე , კარლო საკანდელიძე , ალექსანდრა თოიძე , იპოლიტე ხვიჩია , რამაზ ჩხიკვაძე (ტაქსისი მძღოლი) , ნუნუ მაჭავარიანი (ბებია) , ბადრი კობახიძე , მიხეილ მგელაძე (პროფესორი) , ნოდარ ფირანიშვილი (ხულიგანი) , ირაკლი ქოქრაშვილი (ფოსტის მუშაკი) , ივანე გვინჩიძე (ლამარას მამა) , ნუგზარ ჯუღელი

მოხუცი ფოსტალიონი გიორგი პენსიაზე გასვლის წინ უკანასკნელად ჩამოუვლის უბნის ბინადრებს და მათ თავის შემცვლელს, ახალგაზრდა ლამარას გააცნობს. კარდაკარ სიარულში გიორგის და ლამარას თავს ბევრი რამ გადახდებათ: გაყრის პირას მისულ ცოლ-ქმარს შეარიგებენ, ბინაში შეპარულ ქურდს გადააწყდებიან და ცხოვრების ავ-კარგზე დააფიქრებენ, მშობიარეს დახმარებას აღმოუჩენენ... ერთ-ერთ ბინაში ლამარა თავის შეყვარებულს შეხვდება, რომელიც მის ფოსტალიონობას იუკადრისებს. ლამარა ფოსტალიონის ჩანთას გიორგის მიუგდებს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ღირსეულად შესრულებული არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის.