უკანასკნელი მასკარადი

მთავარი icon ფილმები  icon უკანასკნელი მასკარადი

უკანასკნელი მასკარადი

ისტორიული  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 2700 მეტრი, 98 წუთი

გამოშვების წელი: 1934 , პრემიერა: 25.10.1934

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი

თბილისელი მუშის, მიტოს მამას ტერორიზმისა და მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისთვის სიკვდილით სჯიან, მიტოს კი ციხეში სვამენ. პატიმრობიდან გათავისუფლებული მიტო პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ხვდება და გერმანელ ჯარისკაცებს ზავისკენ მოუწოდებს. ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს, მათ შორის მიტოსაც, მთავრობის ჯარი განაიარაღებს. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში აჯანყება იფეთქებს. გაქცეული მენშევიკური ხელისუფლების ნაცვლად ქვეყანაში ბოლშევიკები შემოდიან.


ფილმი აღდგენილია 1965 წელს